რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ამერიკის ელჩს, რობინ დანიგანს წერილით მიმართა. აღნიშნულის შესახებ ხაინდრავამ დღეს ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. გოგა ხაინდრავა ელჩს მიმართავს, დაადასტუროს ან უარყოს, სინამდვილეში გამოაგზავნა თუ არა 2007 წელს აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ წერილი საქართველოში, რომელშიც იმჟამინდელ ხელისუფლებას აფრთხილებდა რუსეთის მიერ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების შესახებ. ხაინდრავას თქმით, ელჩის პასუხი მის წერილზე ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა კინორეჟისორის განცხადებით, ელჩის მხრიდან პასუხის არ გაცემა, უკვე პასუხი იქნება.