რეჟისორი გოგა ხაინდრავა, რომელსაც მირზა სუბელიანი „რუსთავი ორის“ მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებში ახსენებს, მასალების გასაჯაროებას მიხეილ სააკაშვილის მიერ მართულ სპექტაკლს უწოდებს.
ხაინდრავა განმარტავს, რომ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მეშვეობით ქვეყანაში რუსული სცენარის გათამაშებას ცდილობს.
რაც ეხება ჩანაწერების შინაარსს, ხაინდრავა ამბობს, რომ მირზა სუბელიანი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება და რთულია მისი საუბრის სერიოზულ მტკიცებულებად მიღება.