14 იანვრიდან, კურორტ გოდერძიზე ზამთრის ტურისტული სეზონი იხსნება. თხილამურებით სრიალის მოყვარულებს, გონდოლასა და ბაბლის ტიპის საბაგიროებით, 80-მეტრიანი მოძრავი ხალიჩითა და სასრიალო ტრასებით უმასპინძლებენ. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, სტუმრებს, კურორტზე არსებული ყველა სასრიალო გზით სარგებლობა შეეძლებათ.