გლობალური მშვიდობის სამიტი

ორი დღეა, შვეიცარია საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია. მსოფლიო ლიდერები გლობალური მშვიდობის სამიტზე შეიკრიბნენ და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებულ 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმისა და ომის დასრულების გზებზე მსჯელობდნენ. სამიტს 100-ზე მეტი ქვეყნიდან 60-მდე სახელმწიფოს ლიდერი და მაღალი რანგის პირი ესწრებოდა. თუმცა, შვეიცარიაში არ მიუწვევიათ რუსეთი. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, პუტინი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ გამორიცხავს, მაგრამ სჭირდება გარანტიები. მსოფლიო ლიდერები კი ვლადიმერ პუტინის მიერ სამიტის დაწყებამდე გახმოვანებულ პირობებს ულტიმატუმად მიიჩნევენ და მიუღებელს უწოდებენ.