გლობალური მშვიდობის სამიტი

შვეიცარიაში მშვიდობის გლობალური სამიტი მეორე დღეა მიმდინარეობს, რომელსაც 100 ქვეყნის დელეგაცია ესწრება. მათ შორის სახელმწიფოსა და მთავრობის 57 მეთაური მთელი მსოფლიოდან. სამიტის პირველ დღეს ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს უკრაინისთვის არსებულ საჭიროებებზე და აღნიშნეს, რომ ახლა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთად დგომაა აუცილებელი, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინას, მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე. ამასთან, მსოფლიო ლიდერების თქმით, რუსეთის აგრესია მხოლოდ უკრაინელ ხალხზე თავდასხმას არ გულისხმობს, არამედ საერთაშორისო წესებსა და ნორმებსაც ეხება. უკრაინის მშვიდობის სამიტი ორდღიანია და დღეს დასრულდება.