გლობალური ფონდის აივ ინფექცია/შიდსის პროგრამის ავტოპარკი განახლდა

გლობალური ფონდის აივ ინფექცია/შიდსის პროგრამის ავტოპარკი განახლდა.

16 ავტომობილი პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებს გადაეცათ. ახალი ავტომობილები მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდება. შიდსის პროგრამის განმახორციელებელი ცენტრები 16 ქალაქში მდებარეობს, მობილური ჯგუფები კი მომსახურებას 55 დაბასა და ქალაქს უწევენ.

განახლებული ავტოპარკი მედიკამენტების და სამედიცინო სერვისის  მიწოდებას უზრუნველყოფს.