გლდანის მეექვსე მიკრორაიონში პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში 13 000 კვადრატულ მეტრზე კალათბურთის მოედანი, ამფითეატრი, სავარჯიშო და საბავშვო მოედნები მოეწყობა. ასევე მიმდინარეობს სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც. გარდა ამისა მიმდინარეობს გამწვანებითი სამუშაოები 12 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე.
სამუშაოებს შპს „ტაო“ ასრულებს და დაახლოებით ოთხ თვეში დასრულდება. პროექტის ღირებულება 927 543 ლარია.
დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე გლდანის რაიონის გამგებელი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი და ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.