კახა კალაძე გლდანის მეექვსე მიკრორაიონში პარკის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

18:40, 10.11.2018

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გლდანის მეექვსე მიკრორაიონში პარკის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. თბილისის მერი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და ახალი პარკის მოწყობის პროექტზე ესაუბრა. პროექტის ფარგლებში, რომელსაც თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს, კალათბურთის მოედანი, შადრევანი, ამფითეატრი, სავარჯიშო და საბავშვო მოედნები, სარწყავი სისტემა, საფეხმავლო და ველობილიკები ეწყობა.

ასევე, მიმდინარეობს ტერიტორიაზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია. კახა კალაძის განცხადებით, სრულფასოვანი რეკრეაციული სივრცე გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, დაახლოებით, ერთი ჰექტარის ფართობზე მოეწყობა.

მსგავსი