იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსსა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები დააინიცირა. როგორც საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ცვლილებები ითვალისწინებს 2024 წლიდან ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე არსებული 2000-ლარიანი ჯარიმა გახდება 4-000 ლარი. ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებაზე პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა გაიზრდება ორიდან თვიდან სამ წლამდე. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწესებისთვის განსაზღვრული 30-დღიანი ვადა განახევრდება. მარკირებას დაექვემდებარება გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩეველი. გაიზრდება საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედების საოლქო საარჩევნო კომისიაში გასაჩივრების ვადა.