„გირჩის“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში

საკონსტიტუციო სასამართლო მორიგი რეზონანსული საქმის განხილვას იწყებს.

დავის საგანია პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ მოთხოვნა, რომლის მიხედვით მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელიც უნდა გაუქმდეს.

მოქმედი კანონმდებლობით, ჯარიმა პირველ ჯერზე 500 ლარითაა განსაზღვრული. სარჩელს არ იზიარებს პარლამენტის წარმომადგენელი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხე მხარეა.

გიორგი კობერიძე არკვევდა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლეთა კოლეგია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სადავო მუხლს არაკონსტიტუციურად სცნობს.