პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების არჩევას აპროტესტებს „გირჩი“.
სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანომ კანდიდატები დისკუსიისა და განხილვის გარეშე ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობებზე დანიშნა. მას შეკითხვები კანდიდატების კომპეტენციასთან დაკავშირებით აქვს.