ზურაბ ჯაფარიძემ თავის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს, რომ დიდი ოპოზიცური ერთობის შესაძლებლობა ამ დროისთვის ქვეყანაში არ არის, დამატებითი განმარტებები გააკეთა და თქვა, რომ ეს მხოლოდ შიდაპარტიული გადაწყვეტილებაა და ამის ახლა განხილვის რესურსს ვერ ხედავს.
შედგება თუ არა დიდი ოპოზიციური ერთობა – „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერის განცხადებას დღეს პოლიტიკური სპექტრი ეხმაურება. „სტრატეგია აღმაშენებელში“ აცხადებენ, რომ მათ ოპოზიციურ ერთობაზე ფიქრი არ შეუწყვეტიათ, უმრავლესობა კი ამბობს, რომ ოპოზიციის ლიდერებისგან მსგავსი განცხადებები მოსალოდნელიც იყო, რადგან მათი ინიციატივა კრახისთვის იყო განწირული.
შეგახსენებთ, რომ ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის გაერთიანების პირობა, ოპოზიციურ ფლანგზე ჯერ არ ჩანს, ამიტომ, საკითხი მომავალ წლამდე დახურულია. მისი თქმით, 2022 წლის ივნისიდან ოპოზიციურ ფლანგზე დიდი გაერთიანების შექმნაზე მუშაობდა, თუმცა ეს ვერ ხერხდება და პარტიაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ საკითხს მომავალ წელს დაუბრუნდებიან. ზურაბ ჯაფარიძის განმარტებით, როცა საუბარია დამოუკიდებელ თამაშზე, ეს არ ნიშნავს, რომ პარტიას მიმდინარე პროცესებში, მათ შორის 24 თებერვლის აქციაზე, „დროასა“ და „სტრატეგია აღმაშენებელთან“ კოორდინაცია არ ექნება.