„გირჩი - მეტი თავისუფლების“ აქცია

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ პროტესტი ექვს ქალაქში. პარტიის წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მივიდნენ და უწყების ბლოკირება სცადეს. მათ შორის თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავსა და გორში. „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრებმა შენობების შესასვლელები სატრანსპორტო საშუალებებით ჩაკეტეს. პოლიციის კანონიერ მოთხოვნას კი, არ დაემორჩილნენ. აქცია- პერფორმანსის მონაწილეთა ნაწილი დააკავეს და ტერიტორიიდან განარიდეს. პარტიის მოთხოვნაა პროპორციული 2%-იანი საარჩევნო სისტემა, რიგგარეშე არჩევნები გაზაფხულზე და პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში. დედაქალაქში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ზურა გირჩი ჯაფარიძე იმყოფებოდა. ის მანქანიდან არ გადმოვიდა. ავტომობილი საჯარიმოზე ევაკუატორმა გადაიყვანა.