გიორგობის აღსანიშნავად დილიდან საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდა. ქაშუეთში მსახურება პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა. წირვის შემდეგ მრევლს ქადაგებითაც მიმართა და თარიღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
წმინდა გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება: 6 მაისს – წმინდანის აღსრულების დღეს, 23 ნოემბერს კი მისი ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავენ.