„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი რეფინანსირების განაკვეთისა და მასზე მიბმული სესხების საპროცენტო განაკვეთის ზრდას აპროტესტებს.
გიორგი ვაშაძის თქმით, საქართველოში უმძიმესი სოციალური მდგომარეობაა, ფასები იზრდება, არ არსებობს სამუშაო ადგილები, ამ ფონზე კი, ეროვნული ბანკი მოსახლეობას აღარიბებს. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ზრდის, რათა ლარის კურსი შეუნარჩუნოს.