„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ეროვნულ ბანკთან იმ მოქალაქეებს შეხვდა, რომლებსაც სესხი მაღალ პროცენტში აქვთ აღებული. ვაშაძის განცხადებით, სესხების გადავადება არ არის საკმარისი და კრიზისულ პერიოდში ის სახელმწიფომ უნდა დაფაროს.
ვაშაძის თქმით, როდესაც პრემიერ-მინისტრი გახდება, უკვე დეკემბერში ყველა პენსიონერს გაცემულ კრედიტზე სესხის პროცენტი ჩამოეწერება, მომავალი წლიდან კი უკვე ყველა სესხზე პროცენტი განახევრდება.