გაერთიანებული ოპოზიციის შტაბი ხელისუფლების ინიციატივას, სოციალური დახმარების გაზრდასთან დაკავშირებით, ეხმაურება. გიორგი ვაშაძის განცხადებით, დაანონსებული წინადადება, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება ხუთჯერ მოიმატებს, მომავალი წლის ბიუჯეტში გაწერილი არ არის.
შესაბამისად, “ძალა ერთობაშიას“ წევრებისთვის გაუგებარია, როგორ აპირებს მმართველი გუნდი დანაპირების შესრულებას. გიორგი ვაშაძის განცხადებას პასუხი უკვე მოჰყვა. უმრავლესობაში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, პოლიტიკური სპეკულაცია უწოდეს.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, შესაბამისი თანხა 2019 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტში უკვე გათვალისწინებულია.