საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა.
„მესმის ჩემი მეგობრების პოზიცია, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას. უპრინციპობას ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს. პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრების თხოვნაც. ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე“, – წერს გიორგი რურუა.