გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის შეთავაზებას დათანხმდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის შეთავაზებას დათანხმდა.
პრეზიდენტი მზად არის, „მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც მეორე მოსმენით უკვე მიღებულია, საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად განიხილოს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი პრეზიდენტთან შეხვედრის ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდა, რაც გიორგი მარგველაშვილმა დაინტერესებულ მხარეებთან, კერძოდ, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა დანიშნა. ეს შეხვედრა დღეს უნდა გაიმართოს.
ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი პრეზიდენტს ცვლილებებზე ვეტოს დადებას სთხოვს, ინიციატორები კი მიუთითებენ, რომ აღნიშნული ცვლილებები მაუწყებლის განვითარებისთვის არის აუცილებელი და მას მხარს უჭერს ევროპის მაუწყებელთა კავშირი.