გიორგი მამალაძის ადვოკატების განცხადებით, დეკანოზის ზიარებაზე პასუხისმგებლობა უშუალოდ საპატრიარქომ უნდა აიღოს.
გიორგი ფანცულაიასა და მიხეილ რამიშვილის თქმით, დეკანოზის მოძღვარმა, ნიკოლოზ გიგატაძემ მისი ზიარების სურვილი გამოთქვა, მაგრამ თუ მას საპატრიარქოდან ამის ნება არ დართეს, შესაძლოა საპატრიარქომ ის დასაჯოს, როგორც ურჩი მღვდელი.
ადვოკატებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ დეკანოზი უდანაშაულოა და საპატრიარქოში არსებულ გარკვეულ ჯგუფს არ სურს, საზოგადოებამ ამ თემასთან დაკავშირებულ საკითხებზე სიმართლე გაიგოს.
ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოზე იმედს ამყარებენ.