„ქართული ოცნებიდან“ ზესტაფონის მერობის კანდიდატმა, გიორგი გოგლიჩიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.
კანდიდატმა ღონისძიების მონაწილეებთან ერთად ყვავილებით შეამკო ომის გმირების, ალექსანდრე ბიბილაშვილისა და სერგო კეთილაძის მემორიალები.
გიორგი გოგლიჩიძემ ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი შორაპანსა და სანახშირეშიც მიაგო.