გიორგი გიორგანაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს

გიორგი გიორგანაშვილს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. გამოძიება მსახიობს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენას ედავება.

ნარკოდანაშაულის გახმაურებული საქმის ფიგურანტი დღეს წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობას უარყოფს. ამ სქემის მიხედვით, სწორედ გიორგანაშვილმა იყიდა საქართველოში თურქეთიდან შემოტანილი დიდი ოდენობით ნარკოტიკები.

თავს უდანაშაულოდ აცხადებს ორგანიზატორად დასახელებული ირაკლი ქორიძეც.

გამოძიების მთავარი მტკიცებულება იმ რეანომობილის მძღოლის ჩვენებაა, რომლითაც ტრაპიზონში შეძენილი 900 აბი ნარკოტიკული საშუალება 2017 წლის იანვრის ბოლოს საქართველოში გადმოიტანეს.