შეერთებული შტატების დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეხმაურება. განცხადება გიორგი გახარიამ ბლოგ „ტვიტერზე“ გაავრცელა. „სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს. კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა – მიუღებელი. გვჯერა შეერთებული შტატების დემოკრატიის ძალის და დარწმუნებულნი ვართ, რომ საბოლოო ჯამში დემოკრატიული ინსტიტუტები გაიმარჯვებენ“, – აცხადებს საქართველოს პრემიერი.