გიორგი გახარია აშშ-ის სენატის წარმომადგენელს შეხვდა

გიორგი გახარია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელს შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ტვიტერზე“ წერს. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ქრისტოფერ სოჩასთან კონსტრუქციული შეხვედრა შედგა. ისაუბრეს აშშ-ის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერაზე, ასევე სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე.