გიორგი დანელია გარდაიცვალა

„ყველა მისი ფილმი ქართულია – ისეთი იუმორი და ადამიანების მიმართ ისეთი სიყვარული აქვს, რომელიც მხოლოდ ქართველებისთვის არის დამახასიათებელი,“ – ასე აფასებენ ცნობილ ქართველ კინო-რეჟისორს, რომელმაც კინო-ხელოვნებაში ახალი ეპოქა შექმნა. „მიმინოს,“ „არ დაიდარდოს,“ „შემოდგომის მარათონის,“ „აფონიას“ და სხვა არაერთი შედევრის შექმნელი, გია დანელია 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ჩემი ნება რომ იყოს, სულ კაბინეტში ვიქნებოდა და სცენარებს ან მემუარებს დავწერდი, რადგან სათქმელიც ბევრი მაქვს და ასაკიც მავალდებულებს, – ამბობდა დანელია ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.

ლიზა ციციშვილი დღეს იმ ადამიანებს შეხვდა, რომლებსაც მეგობრობის გარდა, ლეგენდარულ რეჟისორთან შემოქმედებითი თანამშრომლობაც აკავშირებთ.