გიორგი ჭანტურიას დღეს 60 წელი შეუსრულდებოდა.
ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში, გიორგი ჭანტურიას საფლავთან მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა.
პანაშვიდს ესწრებოდნენ მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამებრძოლები.
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამაარსებელი გიორგი ჭანტურია თბილისში 1994 წელს მოკლეს.