გიორგი ანწუხელიძე დღეს 39 წლის გახდებოდა

გმირულად დაღუპული გიორგი ანწუხელიძის საფლავთან, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, მისი ოჯახის წევრები, ანწუხელიძის სერჟანტთა აკადემიისა და მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები და თანამებრძოლები შეიკრიბნენ. მათ ეროვნული გმირის საფლავი გვირგვინებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.