გიორგი ანწუხელიძე დღეს 39 წლის გახდებოდა  

გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეზე, მის ხსოვნას პატივი მიაგეს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჯარისკაცებმა და ანწუხელიძის მეგობრებმა ეროვნული გმირი კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.