რეჟისორი: შალვა შენგელი
ავტორები: შალვა შენგელი, ნინო ჩუტკერაშვილი
კომპოზიტორი: დავით ევგენიძე
იდეის ავტორი: რუსუდან მანჯგალაძე
პროდიუსერები: ბექა ბარამიძე, ნინო მდევაძე
ფილმი მოგვითხრობს საქართველოს ეროვნული გმირის, მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის კაპრალის, გიორგი ანწუხელიძის ცხოვრებაზე.
ეს გულღია, ნათელი, ფიზიკურად ძლიერი და სულიერად უტეხი ჯარისკაცი 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველს ომის დროს, ოსმა სეპარატისტებმა ტყვედ ჩაიგდეს და წამებით მოკლეს.
მისი წამების ვიდეოკადრები ინტერნეტით გაავრცელეს.
ფილმში მონაწილეობენ გიორგის ოჯახის წევრები და მეგობრები.
მის მშობლიურ სოფელ ალვანში, გიორგი ანწუხელიძის საპატივსაცემოდ, ყოველწლიურად იმართება დალაობა და დოღი.
მისი სახელი მინიჭებული აქვს კავკასიონის ქედის ერთ-ერთ მწვერვალს.
ფილმში შესაულია უნიკალური, ექსკლუზიური საარქივო კადრები, რომელზეც ეროვნული გმირი მის სიცოცხლეშია გადაღებული. როგორ ცხოვრობდა, რაზე ოცნებობდა და ელოდნენ თუ არა მისგან გმირულ საქციელს მისი ახლობლები
დოკუმენტური ფილმები