გიგი უგულავას შეხვედრა მოსახლეობასთან

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა, ზუგდიდში, ბაქოსა და ერევნის ქუჩების მაცხოვრებლებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. უგულავას თქმით, როგორც ზუგდიდში, ისე მთლიანად საქართველოში, უმძიმესი სოციალური ფონია. მისივე თქმით, ყველაფერი 31 ოქტომბერს შეიცვლება. ვიდეომასალა პარტიის პრესსამსახურმა მოგვაწოდა.