გიგი უგულავას შესაძლო დაკავებაზე საუბრობს ადვოკატი ბექა ბასილაია.
მისი განცხადებით, 10 თებერვალს, როდესაც უზენაესი სასამართლო ე. წ. ფონდის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, გიგი უგულავა შესაძლოა დააკავონ. ადვოკატი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდეს. ანალოგიურია თავად გიგი უგულავას შეფასებაც. „ევროპული საქართველოს“ ლიდერი აცხადებს, რომ ხელისუფლებას მისი პატიმრობაში ყოფნა სურს.