ზუგდიდის ოლქში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, დევნილების დასახლებას ესტუმრა.
გიგი უგულავა მათ პრობლემებს გაეცნო. მისი განცხადებით, მათ გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება, მთავრობა კი ყურადღებას არ აქცევს. უგულავას თქმით, უნდა დასრულდეს დევნილების სოციალურ და ეკონომიკურ სიდუხჭირეში ცხოვრება, რასაც გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება.