გიგი უგულავამ წინასაარჩევნო კამპანია ხონის რაიონიდან დაიწყო

ხონისა და ვანის საარჩევნო ოლქში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ წინასაარჩევნო კამპანია ხონის რაიონიდან დაიწყო.

ევროპული საქართველოს წევრები დღეს სოფელ საწულუკიძეოში ჩავიდნენ და ადგილობრივებს შეხვდნენ. მოქალაქეებმა პოლიტიკოსებს სოფელში არსებულ პრობლემები გააცნეს, პარტიის ლიდერებისგან კი შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პრობლემების მოგვარების პირობა მიიღეს.

ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქართული ოცნების დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაინაცვლა. ლილუაშვილი, რომელიც ხონისა და ვანის მაჟორიტარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა, ამჟამად ვახტანგ გომელაურის მოადგილეა.