გიგი უგულავა ხონის რაიონის სოფელ ძეძილეთის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრისას სოციალური სტატუსის მოხსნის პრობლემებზე ისაუბრეს. ძეძილეთში მცხოვრები მატარაძეების ოჯახი მიიჩნევს, რომ მათ სტატუსი პოლიტიკური ნიშნით მოეხსნათ.
ძეძილეთილის პოლიკლინიკის ყოფილი ექთანი ლელა ბენიძე სამსახურიდან გათავისუფლებას ასევე ევროპული საქართველოს მხარდაჭერას უკავშირებს.