გიგი უგულავა - პრემიერმა ოპოზიციის შესახებ „იჭორავა“და არ გახსენებია ვანისა და ხონისთვის აქტუალური პრობლემა ფაროსანა

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა აცხადებს, რომ პრემიერმა ოპოზიციის შესახებ „იჭორავა“, თუმცა, არ გახსენებია ვანისა და ხონისთვის აქტუალური პრობლემა ფაროსანა. ამის შესახებ უგულავამ ჟურნალისტებთან პრემიერის გუშინდელი განცხადებების საპასუხოდ ისაუბრა.

მთავრობის მეთაურმა შუალედურ არჩევნებში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე წარადგინა და ამომრჩეველთან ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროექტებზე და ოპოზიციის არაკონსტრუქციულობაზე ისაუბრა.