„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იკითხება. როგორც მან დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, ის არ ენდობა გამოძიებას, თუმცა მიიჩნევს, რომ არსებობს გარკვეული კითხები, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს.
შეგახსენებთ, გიგი უგულავა დაკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის მოვლენებზე ჯგუფურად ძალადობის ორგანიზების მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარა.
თემის დეტალები „მოამბეში“.