ამ წუთებში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს საკითხზე მოსმენა იწყება, სადაც მოხსენებით ეკა გიგაური წარდგება. საკითხს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ისეთი ავტორიტეტით სარგებლობენ, რომ შეერთებული შტატების კონგრესში მოხსენებით იწვევენ, რაც მისასალმებელია. მათივე განცხადებით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების პოზიციების გაჟღერება საერთაშორისო პლატფორმებზე.
უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ ამით მყარდება ვარაუდი, რომ უცხოურ ძალებს საქართველოში აგენტურა ჰყავთ. მმართველ გუნდში ამას საქართველოს გასამართლებად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ამის ნაცვლად შეერთებულ შტატებში უნდა იძიებდნენ, რა როლი ჰქონდათ ამერიკის სახელმწიფო უწყებებს 2020 წლის პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებაში.