წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა გარდაიცვალა. ის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს პრემიერ-მინისტრი. „საქართველოს მთავრობის სახელით, მწუხარებას გამოვთქვამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.