პოლიტიკოსზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე ისაუბრეს დღეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იმყოფებოდნენ. მათი თქმით, მომხდარი შემთხვევიდან უკვე ოთხ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა ამ დრომდე დაკავებული არავინაა. როგორც გია ჯაფარიძე და მისი ადვოკატი განმარტავენ, საგამოძიებო უწყების პასუხია, რომ საქმე გამოძიების პროცესშია.