გია ჭანტურიას დღეს 60 წელი შეუსრულდებოდა. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამაარსებელი გია ჭანტურია ჯერ საბჭოთა პერიოდის დისიდენტი იყო, შემდეგ კი ერთ-ერთმა პირველმა დააყენა ღიად საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა.
სოხუმსა და ცხინვალში ომამდე ხელისუფლებას რუსული პროვოკაციის შესახებ აფრთხილებდა და სიტუაციიდან გამოსავლის ალტერნატიულ გეგმას სთავაზობდა. მკაცრად აკრიტიკებდა შევარდნაძის ხელისუფლებას და მაშინდელ ძალოვან მინისტრებს რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში ადანაშაულებდა.
ახლობლების თქმით, 1994 წლის 3 დეკემბერს პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლას და შევარდნაძის ხელისუფლების მხილებას გეგმავდა, თუმცა ამ დღეს, დილის 10 საათზე, სახლიდან გამოსული სადარბაზოსთან ავტომობილში ჩაცხრილეს.