ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის შეხვედრა

ბრიუსელში, ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის შეხვედრაზე, საქართველოს თავმჯდომარეობის ერთწლიანი პერიოდი და მიღწეული შედეგები დადებითად შეფასდა. 2023 წლის 1-ლი მაისიდან, აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეობა საქართველოს, ერთი წლის ვადით, ამერიკის შეერთებული შტატებისგან როტაციის პრინციპით გადმოეცა.

თავმჯდომარეობის პერიოდში ორგანიზაციის საქმიანობის მთავარი კოორდინატორი ღვინის ეროვნული სააგენტო იყო. ორგანიზაციის ძირითადი მიზანია ღვინით ვაჭრობის გამარტივება, ღვინით საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა და სავაჭრო ბარიერების მოხსნისთვის ერთობლივი ქმედებების განხორციელება.