თბილისში, 7 დან 9 ნოემბრის ჩათვლით, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო დეგუსტაცია-კონკურსი ჩატარდება. ღონისძიების მიზანი, ევრაზიის ქვეყნების, პირველ რიგში, საქართვლოს მეღვინეობის პროდუქციის ხარისხობრივი პოტენციალის წარმოჩენა და მათი მსოფლიოს ბაზრებზე მხარდაჭერაა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საქართველოს ენელოგთა კავშირს უნდა მიმართონ. ღონისძიებას მხარს ღვინის ეროვნული სააგენტო უჭერს.