ღვინის ტურიზმისა და ახალი ტურისტული ობიექტების განვითარების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია USAID-თან თანამშრომლობას აგრძელებს.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან და მეღვინეების ასოციაციასთან ერთად, იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში ტურ-ოპერატორებისთვის ინფოტური გამართა. ტურის ფარგლებში, კომპანიების წარმომადგენლები საოჯახო მარნებს ესტუმრნენ და ადგილზე გაეცნენ საოჯახო ბიზნესსა და მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას. ტურის მიზანი მარნების პოპულარიზაციაა.