საქართველო შვეიცარიის ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.
„ექსპოვინა“ 15 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამოფენაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 4 ათასი ღვინის მწარმოებელი მონაწილეობს და მას 65 ათასამდე ღვინის იმპორტიორი ესწრება. გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დაესწრო.