ღვინის სიმპოზიუმი წინანდლის მამულში

წინანდლის მამულმა ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლა. ღონისძიებას შვეიცარიული ასოციაცია 1996 წლიდან მართავს და ამ დრომდე ყოველწლიურად იტალიაში, კომოს ტბაზე ტარდებოდა. სიმპოზიუმს ესწრებოდა ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი. კახეთში იმყოფებოდნენ ღვინის პროფესიონალები – სომელიეები, ექსპერტები, ჟურნალისტები და ღვინის ენთუზიასტები მთელი მსოფლიოდან. ღონისძიებაზე საუკეთესო ქართული ღვინის ნიმუშების დეგუსტაციაც გაიმართა. ღვინის მწარმოებელ 20 ქართულ კომპანიას მიეცა შესაძლებლობა საკუთარი პროდუქცია წარედგინა ღვინის ექსპერტებისა და სტუმრებისთვის. ღვინის სიმპოზიუმი კულტურულ პროგრამასაც მოიცავდა, რა დროსაც სტუმრებს ქართული ხელოვნება და გასტრონომია გააცნეს.