ფესტივალი „ღვინის დღეები“ საქართველოში სტარტს დღეს თელავიდან იღებს. სამზადისი ერეკლე მეფის სასახლის ეზოს ტერიტორიაზე დილიდან მიმდინარეობს. შემოდგომის კახეთისათვის დამახასიათებელი დეკორაციებით მოწყობილ პავილიონებში, ღვინის კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. გაიმართება ქართული სამზარეულოსა და კულინარიის მასტერკლასები. თელაველებს და ქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს. თელავში, ფესტივალის ინიციატორს, პრემიერ ღარიბაშვილსაც ელოდებიან. ღონისძიება 15 საათზე დაიწყება და საღამოს 20 საათზე გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდება.