ქვეყნის მასშტაბით ღვინის დღეები გრძელდება. ღონისძიებებს დღეს სიღნაღი მასპინძლობს. ქალაქის ცენტრალურ სკვერში სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. ეწყობა მეღვინეობის კუთხეები, კვებისა და საბავშვო გასართობი სივრცეები. ჩატარდება თიხაზე მუშაობის ვორქშოპი. საფესტივალო პროგრამა 17:00 საათზე დაიწყება. საღამოს კი გაიმართება კონცერტი. მონაწილეობას მიიღებენ ნეკა სეფისკვერაძე, გიორგი ცხადაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ნოდარიკო ხუციშვილი, ანი კეკუა, სალომე ბაკურაძე, ზვიად ბოლქვაძე და ანსამბლი „ირაო“.