ოპოზიცია ეკონომიკის მინისტრს პარლამენტში იბარებს.
ნათია თურნავას უწყების მიმართ კითხვები ფოთის პორტის გამო გაჩნდა. გაირკვა, რომ ფოთში გუშინ დაანონსებული ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის გეგმა სამინისტროსთან შეთანხმებული არ ყოფილა. მინისტრმა სამშენებლო ნებართვად დასახელებული დოკუმენტი გააუქმა, დოკუმენტის გამცემი სააგენტოს ხელმძღვანელი კი თანამდებობიდან მოხსნა. თუმცა ოპონენტებს არ სჯერათ, რომ 2 მაისს გაცემული ბრძანების შესახებ სამინისტრო დღემდე არ იყო ინფორმირებული.
ოპოზიციის ნაწილი მიზანმიმართულ დივერსიაზე საუბრობს და ვარაუდობს, რომ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყება ანაკლიის პროექტის შესაჩერებლად დაიგეგმა. იგივე ეჭვი აქვს ანაკლიის განვითარების კონსორციუმსაც, სადაც ამბობენ, რომ ფოთში ახალი ნავსადგურის აშენების შესახებ გუშინ გავრცელებულმა განცხადებამ, ანაკლიის პოტენციურ ინვესტორებს შორის კითხვები გააჩინა.