ანაკლიის პორტის მშენებლობა

ანაკლიის პროექტის მხარდაჭერა და მუშაობის გააქტიურება ინვესტიციების მოსაზიდად, – მთავრობა ანაკლიის კონსორციუმს მიმართავს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პროექტის მნიშვნელობას.

რაც შეეხება ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საკითხთან დაკავშირებულ ნებართვას, ამ დოკუმენტის გამო, უკვე გათავისუფლდა მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არ იყო შეთანხმებული არც უწყებასთან და არც მთავრობასთან, ასევე იკვეთებოდა დარღვევები.

კიდევ რა დამატებითი განმარტებები გაკეთდა, ამას სანდრო ჯუფალაკიანი გვეტყვის.