თელავში „დემოკრატიის ფესტივალი“ გაიმართა – მასში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო სექტორი მონაწილეობდა. ტერიტორიის დიდი ნაწილი ოპოზიციური პარტიების პავილიონებს დაეთმო. გამოფენილი იყო სხვადასხვა შინაარსის ბანერები, მათ შორის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერი წარწერით „თავისუფლება მიშას“. ოპოზიციონერი ლიდერები კი მოქალაქეებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ. „დემოკრატიის ფესტივალი“ „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” ორგანიზებით გაიმართა.
უცხოური დონორის მხრიდან ღონისძიების დაფინანსებაში პრობლემას ვერ ხედავენ შეხვედრაში მონაწილე ოპოზიციური პარტიები. მმართველ გუნდში კი უცხოური ძალების მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე საუბრობენ.